პოლიტიკა
20 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლად მიიღო – სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ 20 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა მთიანი ყარაბაღის მიერ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„სომხეთის რესპუბლიკა არ იყო ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. სომხეთმა ზოგადად იცოდა, რომ პროცესი მიმდინარეობდა, მაგრამ არ გააჩნდა კონკრეტული ინფორმაცია ნიუანსების შესახებ.
სომხეთის რესპუბლიკას არ ჰქონდა ინფორმაცია დოკუმენტების განხილვის მექანიზმების, გადაწყვეტილების მიღების ფორმატის შესახებ. მთიან ყარაბაღმა განიხილა და კოორდინაცია გაუწია საკითხებს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებთან ერთად ან/და მისი მეშვეობით“, – წერს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი.