საზოგადოება

ლემკინის ინსტიტუტი არასოდეს დაუშვებს მსოფლიო ლიდერებს დაავიწყდეთ თანამონაწილეობა 4000 წლოვანი  ხალხის განადგურებაში

ლემკინის ინსტიტუტი არასოდეს დაუშვებს დღევანდელ მსოფლიო ლიდერებს დაავიწყდეთ თანამონაწილეობა არცახის 4000 წლოვანი ხალხისა და ცივილიზაციის განადგურებაში. აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც  ინსტიტუტის X  სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნდა.

„არც აშშ-ში, არც ევროკავშირში, არც ნატოში და არც გაეროში არ არსებობს ტერმინი „გენოციდის პრევენცია“, მიუხედავად ყველა ლექციის, სიმპოზიუმის, წიგნისა და გამოსვლისა. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ამ ერთადერთ შემთხვევაში, გენოციდის პრევენციის ამ ქარიშხალში მოიძებნება  სერიოზული ავტორიტეტის მქონე მამაცი ხმა, რომელიც სწორად მოიქცევა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამბობენ, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობენ ნამდვილი ლიდერები და ვინც არის მათ არ ეშინიათ,  რომ ერთ დღეს ისინი გახდებიან ამ საშინელების ერთ-ერთი სამიზნე და მსოფლიოს ყველა ხალხი უნდა გაერთიანდეს და ბოლო მოუღოს ძალაუფლებისა და რესურსების გაუთავებელ წყურვილს, რომელიც ანადგურებს ყველაფერს მის გზაზე.

„უბრალო ადამიანები მოგებული ვერ  იქნებიან გენოციდით. ამ ფოტოზე გამოსახული მოხუცის გატეხილი გულით  მსოფლიოში არც ერთი ადამიანი ვერ  ისარგებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლემკინის ინსტიტუტი მოუწოდებს ყველას გაერთიანდნენ, რათა შეცვალონ ის არასწორი გზა, რომელზეც  მსოფლიო მიდის  და ხაზს უსვამს, რომ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად.

ნახეთ მეტი
Back to top button