საზოგადოება

საჭიროა საერთაშორისო მონიტორინგი, რათა ბაქომ შეასრულოს დაპირებები ყარაბაღთან დაკავშირებით  – Human Rights Watch

Human Right Watch-ი   იტყობინება, რომ არცახში ხალხი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისისა და მომავლისადმი უნდობლობის  წინაშე აღმოჩნდა.

„ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის მიერ ბოლო სამხედრო ოპერაციის შემდეგ ეთნიკური სომხების დიდმა რაოდენობამ დატოვა მთიანი ყარაბაღის რეგიონი. შეიძლება ზოგმა სომხეთში წასვლა ვერ მოახერხოს, რა ბედი ელის დარჩენილებს?

აზერბაიჯანის უკანასკნელი  შეიარაღებულ ესკალაცია მოხდა მას შემდეგ რაც  აზერბაიჯანმა დეკემბერში დახურა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფანი, რომელიც აკავშირებს რეგიონს სომხეთთან. ივნისის შუა რიცხვებიდან აზერბაიჯანმა დაბლოკა ყველა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც რუსი სამშვიდობოებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მიერ იყო მიწოდებული.

რეგიონის მოსახლეობა (ათიათასობით ეთნიკური სომეხი) უკვე რამდენიმე თვეა განიცდის საკვების, მედიკამენტების, ჰიგიენური საშუალებების და სხვა პირველადი საჭიროებების მკვეთრ დეფიციტს.

2020 წელი 44-დღიანი ომი დასრულდა შეთანხმებით, რომელიც  ითვალისწინებდა, რომ რუსული სამშვიდობო ჯარები ყოფილიყვნენ  მთიან ყარაბაღში და გაეკონტროლებინათ ლაჩინის დერეფანი  2025 წლამდე. მაგრამ ამ ყველაფერმა ნგრევა დაიწყო ათი თვის წინ, 2022 წელს.

ორ მხარეს შეუძლია გაუთავებლად კამათი იმაზე, თუ ვის აქვს უფლება გააკონტროლოს ეს რეგიონი, მაგრამ უშუალო საფრთხე არის მთიანი ყარაბაღის  ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საჭიროებები.

ამ კვირის  მდგომარეობით, ყარაბაღში საბოლოოდ შემოვიდა ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის უზარმაზარი მოთხოვნები, რომლებიც დაგროვდა აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადით გამოწვეული მძიმე თვეების განმავლობაში.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ხალხის ყველა უფლება და მათი უსაფრთხოება დაცული იქნება, მაგრამ თვეების ბლოკადისა და ათწლეულების კონფლიქტის შემდეგ, ძნელია ამ გარანტიების მიღება. იმისთვის რომ ბაქომ დაპირება შეასრულოს აუცილებელია საერთაშორისო მონიტორინგი.

თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს ჰუმანიტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი შეგნებულად ცდილობენ ეთნიკური სომხების ცხოვრება ისეთი გაუსაძლისი გახადონ, რომ მათ სხვა გზა არ დაუტოვონ, გარდა გაქცევისა“.

ნახეთ მეტი
Back to top button