
სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა მოუწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების უსაფრთხოება და თავისუფალი გადაადგილება, შეასრულოს დაპირება არ განაახლოს სამხედრო ოპერაციები და დაუშვას სადამკვირვებლო მისია, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, ბლინკენს სამშაბათს კიდევ ერთხელ ჰქონდა სატელეფონო საუბარი აზერბაიჯანის ლიდერთან.
„დღეს სახელმწიფო მდივანმა კვლავ ისაუბრა პრეზიდენტ ალიევთან და ხაზი გაუსვა შემდგომი სამხედრო ოპერაციების დაუშვებლობას, უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფას, მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ წვდომას“, – აღნიშნა მილერმა.
საუბრისას ბლინკენმა ალიევს დაპირებები შეახსენა, რომ სამხედრო ძალებს არ მიმართავს და სადამკვირვებლო მისიას მიიღებს.
”ჩვენ ველით, რომ ის დაიცავს ამას”, – თქვა მილერმა.