პოლიტიკა

თომას დე ვაალი: დროა ევროკავშირმა უფრო მკაცრი მოლაპარაკებები აწარმოოს აზერბაიჯანთან

გასული კვირის მოვლენები იწვევს დებატებს აზერბაიჯანის მიმართ ევროპის პოლიტიკის ღრმად განახლების აუცილებლობის შესახებ. საუბარია ყარაბაღზე, წერს კარნეგის ევროპული ცენტრის ექსპერტი თომას დე ვაალი.

„19 სექტემბერს აზერბაიჯანმა გამოიყენა სამხედრო ძალა მთიანი ყარაბაღის სომხური ტერიტორიის დასაბრუნებლად, გადალახა მისთვის დაწესებული წითელი ხაზები როგორც ევროკავშირის, ისე შეერთებული შტატებისაგან. ასობით მსხვერპლია. მომავლის შიშით შეპყრობილი  ათასობით ყარაბაღელი სომეხი ახლა ტრაგიკულ მასობრივ გადასახლებას ახორციელებს სამშობლოდან სომხეთში.

ბრიუსელში და ვაშინგტონში ბევრი ადამიანი თავს შოკში და მოტყუებულად გრძნობს აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენების გამო. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ  ალიევი ბოლო წუთამდე არწმუნებდა მაღალ თანამოსაუბრეებს, მათ შორის ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რომ სამხედრო ოპერაციას არ წამოიწყებდა.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გაეროში უფრო მკაფიოდ განაცხადა. „ბაქომ დაარღვია თავისი არაერთგზის გარანტიები ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ, რამაც დიდი ტანჯვა მიაყენა ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას“.

გარდა ამისა, აზერბაიჯანმა მოლაპარაკების მაგიდასთან თითქმის ყველაფერი მიიღო, რაც სურდა. წლების ჩიხებისა და მრავალი გაურკვევლობის შემდეგ, ყარაბაღის სომხები დათანხმდნენ ბაქოსთან მოლაპარაკებას, რაც გამოიწვევდა  შეთანხმებას აზერბაიჯანთან გარკვეული ინტეგრაციის შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეუერთდა საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც ცნობს აზერბაიჯანის, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულ მთლიანობას.

ბაქო აცხადებს, რომ ის სრულად აკონტროლებს რეგიონს და რომ დანარჩენ სომხებს არაფრის არ უნად ეშინიათ. თუმცა, მწვავე ეთნიკური კონფლიქტები ასე არ წყდება, როდესაც შეიარაღებული ჯგუფები გადადიან სამოქალაქო ტერიტორიებზე.

რეგიონში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის მცდელობების უარყოფით, ბაქოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. ციფრულ ეპოქაში სამხედრო დანაშაულების დამალვა არც ისე ადვილია. თუ სისასტიკე დადასტურდება ან ყარაბაღის დანარჩენი მოსახლეობა სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარება, უნდა მოხდეს შესაბამისი დამნაშავეების დევნის მოწოდება, ასევე საქმეების გამოძიება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ასევე მნიშვნელოვანია მისი გეოპოლიტიკური შედეგები.

ის ფაქტი, რომ დასავლელი მოთამაშეები გაოგნებულები იყვნენ, ამყარებს იმ ვარაუდს, რომ ალიევი წინასწარ ათანხმებდა  თავის სამხედრო შეტევას მოსკოვთან და ის უფრო მჭიდრო კავშირშია რუსეთთან.

ნახეთ მეტი
Back to top button