პოლიტიკა

მარინა კალიურანდი შეშფოთებულია სომხეთში მიმდინარე აქციებით

ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი ორ ტენდენციას „ძალიან საგანგაშოდ“ მიიჩნევს. ეთნიკური სომხები შიშით ტოვებენ არცახს და ანტისამთავრობო გამოსვლები სომხეთში.

Guardian-თან ინტერვიუში კალიურანდმა გამოხატა შეშფოთება იმ სიტუაციის გამო, რომელშიც სომხები აღმოჩნდნენ ამ რეგიონში. ”მე მესმის მათი შიში”, – თქვა მან და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეძლებენ რეგიონში წვდომას.

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე  საუბრისას, კალიურანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ლიდერმა „მკაფიოდ აჩვენა, რომ ის არ ხედავს თავისი ქვეყნის მომავალს რუსეთთან“ და „სურს დასავლური ორიენტაცია“. მისი თქმით, ევროპამ სომხეთის ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

ნახეთ მეტი
Back to top button