კულტურა
რომში წმინდა ნერსეს შნორალის გარდაცვალების 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

რომში მიმდინარე წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება რომის კათოლიკური და სომხური ეკლესიების ერთობლივი ღონისძიებები, წმიდა ნერსეს შნორალის გარდაცვალების 850-ე წლისთავთან დაკავშირებით.
როგორც “Armenpress”-ს დასავლეთ ევროპაში სომხური სამოციქულო ეკლესიის საპატო დელეგაციამ აცნობა, ვატიკანი 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე წმინდა ნერსეს შნორალის ქრისტიანულ ისტორიაში შეტანილი დიდი წვლილისთვის სამახსოვრო ღონისძიებების სერიას გამართავს. რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სამეცნიერო კონფერენცია, წმინდა ნერსეს შნორჰალის საგალობლებისა და მუსიკის ორი კონცერტი, ეკლესიათა ერთობლივი ლოცვა, რომელსაც გაუძღვება რომის პაპი.