პოლიტიკა
რუბენ ვარდანიანი დააკავეს – ვერონიკა ზონაბენდი

მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დღეს ლაჩინის დერეფანში დააკავეს, – ამის შესახებ ბიზნესმენის მეუღლემ, ვერონიკა ზონაბენდმა, ვარდანიანის X გვერდზე (ტვიტერი) განაცხადა.
„ჩემი ქმარი, ქველმოქმედი, ბიზნესმენი, არცახის (მთიანი ყარაბაღის) ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი დააკავეს და დააკავა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დღეს დილით საზღვარზე, როდესაც ის ათასობით სომეხთან ერთად ცდილობდა წასვლას. 10 თვიანი ალყის დროს რუბენი ედგა გვერდით არცახელებს და მათთან ერთად იტანჯებოდა გადარჩენისთვის ბრძოლაში. გთხოვთ ლოცვას და თანადგომას ჩემი ქმრის უსაფრთხო გათავისუფლებისთვის“, – წერს ზონაბენდი.