პოლიტიკა

ყველა სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს სხომხეთის  სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას  – რუბინიანის პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს

მეგობრული ურთიერთობის მქონე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები, ზოგადად, უსამძიმრებენ და თანადგომას უცხადებენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებს და არ ადანაშაულებენ მათ. ეს არის საკითხის მორალური მხარე. ამის შესახებ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, სომხეთის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რუბენ რუბინიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას  განაცხადა.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც სომეხმა ხალხმა ბევრი მსხვერპლი გაიღო და ყველა ხედავს საშინელ ვითარებას მთიან ყარაბაღში, ყველა ხედავს, რომ თავად სომხეთის რესპუბლიკაა საფრთხის ქვეშ. ქვეყანა აკეთებს ასეთ განცხადებას. მეგობრული ურთიერთობის მქონე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ზოგადად თანაუგრძნობენ და მხარს უჭერენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოებს და არ ადანაშაულებენ მათ. ეს არის საკითხის მორალური მხარე.

ფაქტია, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება იმიტომ შეიქმნა, რომ 9 ნოემბრის განცხადება თითქმის ყველა პუნქტში დაირღვა. ეს სიტუაცია შეიქმნა იმის გამო, რომ აზერბაიჯანმა თავიდანვე უკანონოდ გადაკეტა ლაჩინის დერეფანი, შემდეგ შეუტია მთიან ყარაბაღს  და რუსი სამშვიდობოები არც ლაჩინის დერეფანს  აკონტროლებდნენ და არც მთიან ყარაბაღზე  შეტევა  აღკვეთეს“, – განაცხადა რუბინიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სომხეთის ხელმძღვანელობის არა შორსმჭვრეტელობის გამო შეუძლებელი გახდა  რამდენიმე შეთანხმების განხორციელება, კერძოდ, ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა უკვე ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებას,  რათა გაიგზავნოს კუხო-ს  სადამკვირვებლო მისია სომხეთ- აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში, რუბინიანმა აღნიშნა:

„2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს სომხეთის რესპუბლიკის  სუვერენულ ტერიტორიას და დაიკავეს გარკვეული ტერიტორიები. კუხომ  სტრუქტურამ, რომლის პასუხისმგებლობაც მისი წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა, არა მხოლოდ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, არამედ არ დააფიქსირა თავდასხმა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შედგა პრაღის შეხვედრა, შემდეგ იყო შეთანხმება, რის შემდეგაც  ევროკავშირის დამკვირვებლები მოვიდოდნენ რს საზღვრების დასაკვირვებლად და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვთავაზა კუხომ სადამკვირებლო მისია,   რაზეც სომხეთს უარი არ უთქვამს, მაგრამ მოითხოვა, რომ თუ კუხო-ს წევრმა ქვეყნებმა საზღვრები უნდა  აკონტროლოს, მაშინ უნდა დააფიქსირონ  ეს  საზღვრები,  ჩვენ ვიცით, სად გადის ეს საზღვრები,  იცის საერთაშორისო საზოგადოებამ და კუხომაც უნდა  დააფიქსიროს ეს საზღვრები. ეს არ მომხდარა.  არც   აზერბაიჯანის თავდასხმის დაგმობა ყოფილა“.

2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ    სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არ ჰყოლია შეიარაღებული ძალები, შემიძლია დანამდვილებით  ვთქვა, რომ მართლაც  სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში შეიარაღებული ძალები არ ჰყოლია – აღნიშნა რუბინიანმა.

რფ სსს განცხადებაში კი  ლაპარაკია სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გაყვანაზე მთიანი ყარაბაღიდან, არც სინამდვილეს არ სეესაბამება. მაშინ, როც არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს შესაძლებელია ბევრი რამ თქვა, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებს.  იყო თუ არა პრაღის ხელშეკრულება მაშინ, როცა აზერბაიჯანმა დაიკავა ჰინ თაღი, ფარუხი  და ხწაბერდი?  ეჯდა  რუსი მშვიდობისმყოფელი იმ ტრაქტორიტს გვერდში, როცა მოკლული იქნა აზერბაიჯანელი სნაიპერის მიერ?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ  განცხადებაზე, რომ  2020 წლის ნოემბერში რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელების ჯენტლმენურ შეთანხმებაზე იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის სტსტუსის საკითხი მომავალი თაობისთვის დაეტოვებინათ, დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა, რუბინიანმა თქვა:

„თუ არსებობდა ჯენტლმენური შეთანხმება მთიანი ყარაბაღის სტატუსის გადადების შესახებ, რუსეთის ფედერაცია იყო პირველი, ვინც დაარღვია ის, რადგან 2020 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მთიანი ყარაბაღი და მისი  რეგიონები აზერბაიჯანის შემადგენლობაშია. აზერბაიჯანმა არაერთხელ თქვა უარი ამ ლოგიკაზე, მაგალითად, ხოვაევის წინადადებები, რომელსაც სომხეთი დათანხმდა, აზერბაიჯანმა უარყო. ამ შემთხვევაში რატომ ადანაშაულებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევაში?“

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ აზრს, რომ ფაშინიანის გუნდის ამ უპასუხისმგებლო მიდგომამ გამოიწვია სომხური საზოგადოების ნაწილის  უკმაყოფილება, რაც გამოიხატა სახალხო პროტესტით და რუსეთის მიერ შთაგონებული მტკიცებით, რუბინიანმა განაცხადა:  „სომხეთის ხალხსა და საკუთარ მთავრობას შორის ურთიერთობა, იქნება ეს უკმაყოფილება, აღტაცება, სიძულვილი, ეს არის ექსკლუზიურად ხელისუფლებისა და მისი ხალხის საქმე. ჩვენ ველით, რომ ყველა სახელმწიფო, იქნება ეს მეგობრული თუ არამეგობრული, ვალდებულია პატივი სცეს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button