“ჰრაპარაკი” – რუსეთი ასევე მხარს უჭერს აზერბაიჯანს საინფორმაციო საკითხებში

ამის შესახებ გაზეთი „ჰრაპარაკი“ წერს. „გამოდის, რომ რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს აზერბაიჯანს არა მხოლოდ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, არამედ საინფორმაციო საკითხებშიც. პარასკევს რესპუბლიკის მოედანზე გამართული მშვიდობიანი აქციები პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანული ტელეარხებითაც გადაიცემოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე ჰყავდათ ჟურნალისტური გუნდი. ეს პირველმა შეამჩნია “Yerkir Media”-ს დირექტორმა ბაგრატ ესაიანმა, რომელიც მაშინვე გამოვარდა რესპუბლიკის მოედანზე, რათა გაერკვია, ვინ აწარმოებს აზერბაიჯანის პირდაპირ ეთერში გადაცემებს.
აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანთან სინქრონულ მუშაობას აწარმოებენ რუსები რუსული ტელეარხიდან Rutply. ესაიანთან საუბარში ისინი თავს იმართლებდნენ, რომ არ იციან, როგორ იყენებს აზერბაიჯანი მათ პირდაპირ ეთერში. შეხვედრის მონაწილეებმა აიძულეს რუსი ოპერატორები გამოერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა ენახათ, გამორთულია თუ არა აზერბაიჯანული არხების პირდაპირი მაუწყებლობა.
როგორც კი რუსმა ოპერატორებმა პირდაპირი ეთერი გაითიშეს, აზერბაიჯანის პირდაპირი მაუწყებლობაც გაითიშა. ამის შემხედვარე რუსმა ოპერატორებმა ტერიტორია დატოვეს და გაუჩინარდნენ“.