პოლიტიკა

აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ არ აპირებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას

აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ არ აპირებს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას „სომხეთის სამხრეთში სახმელეთო დერეფნის შესაქმნელად“. აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა დაარწმუნა როიტერსი, რომ ბაქოს “მხოლოდ სურს სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანთან სომხეთის გავლით”, რაც, მისი თქმით, “სასარგებლო იქნება ორივე ქვეყანასა და მთელი რეგიონისთვის”.

„აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები ან პრობლემები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, ის სრულიად აზერბაიჯანის დღის წესრიგის მიღმაა“, – განუცხადა მან Reuters-ს.  „ჩვენი წინადადება სომხეთისადმი  არის საკომუნიკაციო ხაზების მშენებლობა, სატრანსპორტო ხაზების მშენებლობა ძალიან მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა მან ბრიუსელში გამოსვლისას, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან და ევროპელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ.

ჰაჯიევის კომენტარები გაკეთდა ალიევის თურქ კოლეგასთან, ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკების მეორე დღეს, სადაც მან მიანიშნა ასეთი სახმელეთო დერეფნის პერსპექტივაზე, რომელიც ასევე დააკავშირებს აზერბაიჯანს უშუალოდ თურქეთთან, რომელიც მისი ახლო მოკავშირეა.

ბრიუსელში მოლაპარაკებების დროს ოფიციალურმა პირებმა განიხილეს ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო შეხვედრა 5 ოქტომბერს, გრანადაში, ევროპის სამიტზე.

ნახეთ მეტი
Back to top button