ალიევმა ევროკავშირისა და აშშ-ის აღშფოთება გამოიწვია. მთიანი ყარაბაღის კრიზისი დასავლეთს აიძულებს გადახედოს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან – The Guardian

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა დრამატული სურათები, სადაც ათასობით სომეხი მთიანი ყარაბაღიდან მასობრივი გასახლების შედეგად იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები, დასავლეთში ზოგიერთი ქვეყანა იწყებს აზერბაიჯანთან ურთიერთობის გადახედვას, წერს The Guardian. ოსტატური დიპლომატიის და ლობირების ნაზავით, რესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი წლების გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში თავს წარმოაჩენდა, როგორც უსაფრთხოების საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრი, – აღნიშნავს მედია საშუალება. მაგრამ მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტევის წამოწყებით და ჰუმანიტარული კატასტროფის გამოწვევით, როდესაც ლტოლვილები ტოვებენ რეგიონს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოიწვია ევროკავშირისა და აშშ-ს აღშფოთება. „კრიზისი და ადამიანთა ტანჯვა შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო აღკვეთილი. გაგვიჭირდება აზერბაიჯანთან ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება“, – განაცხადა ბაქოში მაღალჩინოსანმა დასავლელმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. „ბევრი ბრიუსელში და ვაშინგტონში გრძნობს თავს შოკში და მოღალატედ მიიჩნევს აზერბაიჯანს ძალის გამოყენების გამო“, – თქვა თომას დე ვაალმა, Carnegie Europe ანალიტიკური ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა. მან აღნიშნა, რომ დასავლელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ რეგიონში დისლოცირებული 2000 რუსი სამშვიდობოების უმოქმედობა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვსა და ბაქოს შორის მიღწეული იქნა გვერდითი შეთანხმება, ორივე მათგანი ადანაშაულებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მისი თქმით, ხდება გადაფასება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სანდოა ბაქო სინამდვილეში. მედია ასევე იხსენებს ბაქოს ხიზილალა დიპლომატიას და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ აზერბაიჯანი არის ენერგიის „მნიშვნელოვანი“ და „სანდო“ მიმწოდებელი. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპის დამოკიდებულება აზერბაიჯანულ ენერგეტიკაზე ძლიერ გაზვიადებულია. „აზერბაიჯანი მასიურად არეკლამებს მის გავლენას გაზის მიწოდებაზე, რასაც იშვიათად ამჩნევენ ევროპელი პოლიტიკოსები“, – თქვა საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წევრმა მაქს ჰესმა და დასძინა: „იდეა, რომ აზერბაიჯანი მთავარ როლს თამაშობს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რაც კიდევ ერთი საბაბი იყო დასავლური ძალების ჩაურევლობისა. ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი ასევე განიხილავს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების საკითხს მთიანი ყარაბაღის ოპერაციების შემდეგ. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სერიოზული შედეგები უნდა დაუაწესოს, თუ ყარაბაღელი სომხების სახლებიდან გაყვანის მცდელობები იქნება. სომხეთის ქალაქ გორისში ვიზიტისას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა ასევე მიანიშნა შესაძლო სანქციებზე და აღნიშნა, რომ “მიმდინარეობს განხილვის რამდენიმე ვარიანტი”.