არცახის ომის შედეგად განადგურდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული თემი – C.S.I

არცახის ომის შედეგად განადგურდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული თემი. მსოფლიოს მრავალი უძველესი ეკლესია ამჟამად შეურაცხყოფის ან დანგრევის საფრთხის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ქრისტიანული სოლიდარობის საერთაშორისო (CSI) ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„CSI-ის ერთგულება სომეხი ხალხის, პირველი ქრისტიანული ერისადმი, გრძელდება. ჩვენ სასწრაფო დახმარება გავუგზავნეთ სამხრეთ სომხეთს მთიანი ყარაბაღიდან 120 000 ლტოლვილის საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მათი განსახლების გზა გრძელი და რთული იქნება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან სომხეთში ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სომხეთში ქეროლაინ კოქსის სარეაბილიტაციო ცენტრის აღდგენაზე. 20 წელზე მეტია ცენტრი თანამედროვე დახმარებას უწევს 1988-1994, 2016 და 2020 წლებში ყარაბაღის ომების შედეგად ინვალიდებსა და დაშავებულებს. ღმერთმა ქნას ეს საქმე გაგრძელდეს.
სომეხი ხალხისთვის საფრთხე არ დამტავრებულა. სომხების გენოციდი ეტაპობრივად ხდებოდა 1894 წლიდან. ისლამური უზენაესობისა და პანთურქისტული ნაციონალიზმის იდეოლოგიები, როგორც ჩანს, ითხოვენ ამ თავისუფალი ქრისტიანული ერის განადგურებას. თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე ახორციელებენ მუქარის ნაბიჯებს სამხრეთ სომხეთის მიმართ, ხოლო აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდამ სომხეთის რესპუბლიკის უმეტესი ნაწილი მთლიანად გამოაცხადა „დასავლეთ აზერბაიჯანად“ და ამბობს „იქ უნდა დავბრუნდეთო“.