პოლიტიკა

კანადა არ გამორიცხავს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

კანადის პარლამენტში მთიანი ყარაბაღის ვითარების შესახებ მოსმენები გაიმართა, რა დროსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ არ გამორიცხა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი.

„Armenpress“-ის  ცნობით, დეპუტატმა ივ პერონმა საგარეო საქმეთა მინისტრს კომენტარი სთხოვა, გეგმავს თუ არა კანადა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამოყენებას და განიხილეს თუ არა ეს საკითხი ევროპელ პარტნიორებთან. „ჩვენ მიდრეკილნი ვართ განვიხილოთ სანქციების საკითხი სხვა ქვეყნებთან, რათა ამ ქვეყანაზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ. ასე რომ, ყველაფერი განიხილება“, – უპასუხა ჯოლიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button