მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა გადაწყვიტა არ დანიშნოს ელჩი კუხო-ში (ОДКБ)

მას შემდეგ, რაც კუხო-ში (ОДКБ) სომხეთის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი ვიქტორ ბიაგოვი   უკან იქნა გამოწვეული,  ოფიციალურმა ერევანმა გადაწყვიტა, არ  დანიშნოს მისი შემცვლელი. Factor.am-ის წყაროების ინფორმაციით, კუხო-ში ელჩის პოსტი ვაკანტური დარჩება. ვიქტორ ბიაგოვი 5 სექტემბერს კუხო-ში სომხეთის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის პოსტიდან გაიწვიეს და ჰოლანდიაში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კუხო-ში ელჩის დაუნიშვნების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

სომხური მხარის უკმაყოფილება რუსეთთან და კუხო-ს მიმართ საჯაროდ გამოვლინდა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ აზერბაიჯანული აგრესიის შემდეგ, როდესაც რუსეთმა და კუხო-მ უპასუხოდ დატოვეს ერევნის ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა, შეესრულებინა სახელშეკრულებო ვალდებულებები და უზრუნველყოს სომხეთის უსაფრთხოების მხარდაჭერა. არსებული უკმაყოფილება კიდევ უფრო გამწვავდა ლაჩინის დერეფნის დახურვით და ასევე მთიან ყარაბაღზე ბოლო თავდასხმის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არმენ ხაჩატრიანმა გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ კუხო-დან სასწრაფოდ გამოსვლა რაიმე სარგებელს მოგვიტანსო, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღიარა  რამდენიმე დღის წინ, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომელშიც  სომხეთშია ჩართული, არაეფექტურია.

ამ დაძაბულობის ფონზე სტრატეგიულ მოკავშირეებად მიჩნეული ორი ქვეყნის მაღალჩინოსნები  დიპლომატიური ლექსიკის  უგულველყოფით ერთმანეთს ორმხრივ შეურაცხყოფებს და ბრალდებებს წარუდგენენ.  

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ეროვნული ასამბლეა რომის სტატუტის რატიფიცირებას უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში აპირებს, რაზეც რუსული მხარე არაერთხელ გამოვიდა კრიტიკით.  სხვათა შორის, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დათქმის გარეშე მოახდინეს რატიფიცირება, რაც, ექსპერტების აზრით, ნიშნავს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა რომის სტატუტის რატიფიცირებულ ქვეყანას, ის უნდა დააპატიმრონ.

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის მარტში გასცა.

ნახეთ მეტი
Back to top button