პოლიტიკა
აშშ სამხრეთ კავკასიაში გამოხმაურების ჯგუფს განათავსებს – სამანტა პაუერი

შეერთებული შტატები ხუთშაბათს გამოაცხადებს სტიქიებზე რეაგირების ჯგუფის გაგზავნას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყარაბაღის კრიზისის ფონზე, იუწყება Reuters-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის სამანტა პაუერის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ამერიკის შეერთებული შტატები ხუთშაბათს გამოაცხადებს სტიქიებზე რეაგირების ჯგუფის გაგზავნის შესახებ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის მიზნით“, – იუწყება სააგენტო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ჯგუფის ამოცანა იქნება სიტუაციის შეფასება, პრიორიტეტული საჭიროებების დადგენა და პარტნიორებთან მუშაობა საჭირო დახმარების გაწევისთვის.