პოლიტიკა
დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სესიაში სურენ პაპიკიანი მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სესიაში მონაწილეობის მისაღებად ტულაში არ წასულა.
„თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი არ წასულა ტულაში და მონაწილეობას არ მიიღებს დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სესიაში“, – განუცხადა NEWS.am-ს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა არამ თოროსიანმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს ტულაში დსთ-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციაც მონაწილეობს.