მთავარიპოლიტიკა

ეროვნული ასამბლეის კომიტეტმა მიიღო რომის სტატუტის რატიფიცირების პროექტი

ეროვნული ასამბლეის სახელმწიფო-სამართლებრივ საკითხთა მუდმივმა კომიტეტმა რომის სტატუტის (რომის წესდების ) რატიფიცირების პროექტი მიიღო. როგორც “Armenpress”-ი   იუწყება, პროექტი ეროვნული ასამბლეის მორიგი პლენარული სესიის დღის წესრიგში შევიდა.

მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ცნო 1998 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2022 წელს მთავრობამ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოგვიანებით აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტი (რომის წესდება) გადაუგზავნა ეროვნულ ასამბლეას რატიფიკაციისთვის.

ხელისუფლება კვლავ დაუბრუნდა რომის სტატუტის აღიარების საკითხს, რადგან ამ პროექტის დასაბუთებით, ისინი ხედავენ აზერბაიჯანის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button