პოლიტიკა

რა მოხდება, თუ რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში რომის სტატუტის რატიფიცირების შემდეგ შევა?  

სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში იეღიშე კირაკოსიანმა  განმარტა, თუ რა მოხდება თუ რუსეთის პრეზიდენტი სომხეთში შემოვა  რომის სტატუტის რატიფიცირების შემდეგ. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება,  ჟურნალისტებთან  ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოქმედ მეთაურებს  იმუნიტეტი აქვთ მიკუთვნებული.

„არა მგონია დაკავების საკითხი იყოს. რომის სტატუტის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილებები შესთავაზეს ჩვენს რუს პარტნიორებს. ეს გულისხმობს ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც იძლევა შესაძლებლობას შექმნას გარკვეული გარანტიები იმ შეშფოთებისთვის, რაც შესაძლოა ჰქონდეს ზოგიერთ პარტნიორ სახელმწიფოს. ტექსტი წარმოდგენილია თვეების წინ, ველოდებით ჩვენი პარტნიორების წინადადებას“, – განაცხადა კირაკოსიანმა.

მას პასუხი არ აქვს, თუ  რატომ რეაგირებს რუსული მხარე ასე მწვავედ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამოსავალი  არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button