საზოგადოება
არცახი თითქმის ცარიელია – არტაკ ბეგლარიანმა კადრები გამოაქვეყნა

არცახი თითქმის მთლიანად დაცარიელდა, დარჩა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ასევე მიდიან, – ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე კადრები გამოაქვეყნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა.
„არცახში დარჩა მაქსიმუმ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთა უმეტესობა არის თანამდებობის პირები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, მოხალისეები და ზოგიერთი სპეციალური საჭიროების მქონე პირი. ისინიც აპირებენ წასვლას“, – განაცხადა მან.
სხვა პოსტში ნათქვამია: აპირებენ თუ არა საერთაშორისო დამკვირვებლები შეამოწმონ, როგორ იცავს ალიევის გენოციდური რეჟიმი ცხოველთა უფლებებსა და უსაფრთხოებას? ძლიერი საერთაშორისო გარანტიების წყალობით, ხალხი დაბრუნდება სახლებში“, – წერს ის.