
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სომხეთს სამშაბათს ეწვევა, იუწყება სომხეთში საფრანგეთის საელჩო.
კოლონამ განაცხადა, რომ საფრანგეთს ეყოლება სამხედრო ატაშე ერევანში და ასევე გახსნის საკონსულოს სიუნიქის რეგიონში, სასაზღვრო ზონაში.