პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს პასუხისმგებლობა უნდა წაუყენონ – ალფრედ დე ზაიასი

ალფრედ დე ზაიასმა, გაეროს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის ხელშეწყობის საბჭოს ყოფილმა ექსპერტმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.

„თუკი დოქტრინა „დაცვაზე პასუხისმგებლობა“ (R2P) რაიმეს ნიშნავს, მაშინ ეს ეხება ტრაგედიას, რომელიც ხდება მთიან ყარაბაღში.

დოქტრინა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ახალ ნორმას წარმოადგენს, გაეროს ინიციატივით 2005 წელს დაინერგა. იგი შედგება რამდენიმე პრინციპისგან, რომლებიც გაერთიანებულია იმ იდეით, რომ „სუვერენიტეტი არ არის პრივილეგია, არამედ ვალდებულება დაიცვას ხალხი, რომელიც ცხოვრობს მოცემული სახელმწიფოს საზღვრებში“.

აზერბაიჯანის უკანონო აგრესია 2020 წელს, რომელსაც თან ახლდა ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, არის ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების წინააღმდეგ გენოციდის გაგრძელება. ეს საქმე სათანადოდ უნდა გამოიძიოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რომის სტატუტის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების მიხედვით. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს პასუხისმგებლობა უნდა წაუყენონ. ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ შეიძლება დარჩეს“, – განაცხადა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button