გაეროს მისია მთიან ყარაბაღში გვიან ჩავიდა – მირზოიანი, აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს

2 ოქტომბერს,სრ საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სომხეთში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. შეხვედრას კოორდინაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ სრ ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი და მჰერ გრიგორიანი.
მინისტრმა მირზოიანმა წარმოადგინა აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის მიმართ უწყვეტი ანტისომხური პოლიტიკის შედეგად შექმნილი სიტუაცია და, კერძოდ, 19 სექტემბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა. მინისტრმა შეახსენა, რომ აზერბაიჯანის ქმედებებს თან ახლდა მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის დამიზნება, რის შედეგადაც 100-მდე მსხვერპლი და დაჭრილია. მან დასძინა, რომ აზერბაიჯანის აგრესიას წინ უძღოდა მთიანი ყარაბაღი სომხეთთან და მთელ მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის,ლაჩინის დერეფნის 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონო გადაკეტვა.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური მხარის მუდმივ განგაშს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი გეგმავს მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ წმენდას წინასწარ განზრახ ქმედებებით, არ მოჰყოლია საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ნაბიჯები ბაქოს პოლიტიკის თავიდან ასაცილებლად. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, 100 ათასზე მეტი სომეხი, იძულებით გადაადგილებულ იქნა და ხედავს ეგზისტენციალურ საფრთხეს მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, ქალებისა და მოხუცებისთვის. გაეროს მისიის გუშინ მთიან ყარაბაღში ჩასვლასტან დაკავშირებით მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისია დაგვიანებული იყო, და მათ მხოლოდ იმის აღრიცხვა შეუძლიათ, რომ მთიანი ყარაბაღი სომხებისაგან გაიწმინდა. შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების დასაძლევად ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო სტრუქტურები სომხეთს დახმარებას უწევენ, რასთანაც დაკავშირებით არარატ მირზოიანმა მათ მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისათვის.