
სომეხი ექსპერტები გაეროს მისიის ვიზიტს არცახში ძირითადად უაზროდ მიიჩნევენ. მათთვის გაუგებარია, როგორ უნდა შეაფასოს მისიამ ჰუმანიტარული მდგომარეობა არცახში, თუ იქ აღარ დარჩა სომხები. თუმცა, ზოგიერთები ამ ნაბიჯში სხვა გათვლებს ხედავენ, კერძოდ, ადგილზე რუსი სამშვიდობოების ყოფნის უაზრობის ჩვენების თვალსაზრისით.
„არცხის პრობლემის ამგვარ გადაწყვეტასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსენსუსი იყო. მისი ნაწილია არა მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, არამედ თავად დასავლეთიც“, – დარწმუნებულია ექსპერტი ტათევ ჰაირაპეტიანი. ნათქვამის დასაბუთებლად ჰაირაპეტიანი ხაზს უსვამს გაეროს მისიის ჩამოსვლას მთიან ყარაბაღში. ექსპერტის თქმით, იმ საერთაშორისო სტრუქტურაში, ფაქტობრივად, ელოდნენ,თუ როდის გავიდოდა მთელი მოსახლეობა, აზერბაიჯანს რაღაც „ჰუმანიტარულ“ სპექტაკლები დაედგა და შემდეგ შევიდოდნენ იქ.
ერთი თვის წინ ხომ არ შეიძლებოდა ეს მისია შემოსულიყო, რითაც მრავალი ადამიანური მსხვერპლი და უბედურება აეცილებინა თავიდან? ბოლოს და ბოლოს, დიდი ხანია იძახოდნენ, რომ საჭიროა“, – წერს ჰაირაპეტიანი სოციალურ ქსელში.
გაერო-ს მისიის დაგვიანებულ ვიზიტს „რადიოლურის“ თანამოსაუბრეებიც ასე ხსნიან. არცახის ექსპერტი ჰრაჩია არზუმანიანი მისიის ჩამოსვლას უაზროდ მიიჩნევს, როცა იქ უკვე არცახელები არ არიან.
„გაერომ თავისი დუმილით შეუწყო ხელი ამ ვითარებას და ეს დუმილი და უმოქმედობა იყო მიზეზი იმისა, რომ ამჟამად არცაში მოსახლეობა არ არის, მთიან ყარაბაღში ამჟამად აზერბაიჯანის მოქალაქეობაც კი არ არის და ეს მისია უაზროა ამ თვალსაზრისით.”
გაეროს ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მისია მთიან ყარაბაღში ადგილზე სიტუაციის გაცნობისა და ხალხის ჰუმანიტარული საჭიროებების დადგენის მიზნით ჩავიდა.