საზოგადოება
მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 29 000 ბავშვი გადაასახლეს – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) იტალიის ფილიალის ანგარიშის მიხედვით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადაყვანილ ლტოლვილებს შორის 29 ათასი ბავშვია.
„2023 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, 98 625 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბოლო საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიები. მათგან დაახლოებით 29 000 ბავშვია. „იუნისეფმა სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ გორისში შექმნა უსაფრთხო ზონა, სადაც ყოველდღიურად 300-მდე ბავშვი და მათი მშობლები მიჰყავთ“, – აცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
სომხეთში დღეს შემოვა ახალი მარაგი, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი იძულებით გადაადგილებულ ბავშვებსა და ოჯახებს დაურიგებს.