საზოგადოება

მსოფლიო გულგრილად უყურებს, როგორ ხდება სომხების მორიგი გენოციდი და სომხების იძულებითი დეპორტაცია  –  Genocide Watch

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებიდან 2 წლის შემდეგ, მსოფლიო გულგრილად ადევნებს თვალს სომხების მორიგ გენოციდს და სომხების იძულებით დეპორტაციას. „Armenpress“-ის  ცნობით, ამის შესახებ Genocide Watch-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის მიხედვით, Genocide Watch, ლემკინის გენოციდის პრევენციის ინსტიტუტი, კოალიცია “გადავარჩინოთ ყარაბაღი”, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორი ლუის მორენო ოკამპო, ისევე როგორც სხვადასხვა სომხური ორგანიზაციები აფრთხილებენ მთიან ყარაბაღში გენოციდის შესახებ  2022 წლის დასაწყისში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ იძულებითი გადაადგილება და გენოციდი მთიან ყარაბაღში არის „ათწლეულების კონფლიქტის კულმინაცია“. სტატიაში ასევე წარმოდგენილია აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის შედეგები და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

„აზერბაიჯანი მიზანმიმართულად ბომბავს ქალაქებს. ეს არის ომის დანაშაული (ICC Statute, მუხლი 8, 2b(i))“ – ნათქვამია Genocide Watch-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის თავდასხმის დროს სარნაღბიურში დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი, 2 ბავშვი დაიკარგა, 2 კი დაშავდა.

მას შემდეგ ნათქვამია: „იძულებით გადაადგილება არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ (ICC წესდება, მუხლი 7, (1დ)).

სტატიაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული პროპაგანდა „ამცირებს სომხებს“, აზერბაიჯანი შლის სომხეთის უძველეს ისტორიას, სისტემატიურად ანადგურებს სომხურ ქრისტიანულ ეკლესიებსა და სალოცავებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში სომხების უფლებები დაცული იქნება, რეალურად, აზერბაიჯანელი სამხედროები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ისინი კლავენ სომხებს, შესაბამისად, სომხები აზერბაიჯანში უსაფრთხოდ ვერ იქნებიან.

„აზერბაიჯანული ძალები აკავებენ ევაკუირებულებს და უკვე დააკავეს არცახის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი რუბენ ვარდანიანი“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიების ავტორები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ ევროპამ, როგორც 1915 წ. სომეხთა გენოციდის დროს, ახლაც  მან ვერ იმოქმედა სომხების გენოციდის აღსაკვეთად.

„სომხეთს სჭირდება გარანტიები აშშ-ს, ევროკავშირისა და რუსეთისგან, რომ ისინი დაცულნი იქნებიან აზერბაიჯანის შემდგომი აგრესიისგან“, ასკვნიან Genocide Watch-ის მიმომხილველები.

ნახეთ მეტი
Back to top button