
2 ოქტომბერს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები და ხაზი გაუსვეს რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას და მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ მრავალ სექტორულ თანამშრომლობაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.