პოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა სომხეთს იარაღი უნდა მიაწოდოს  –  ბრედ შერმანი

შეერთებულმა შტატებმა სომხეთს იარაღი უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ბრედ შერმანმა თავის X მიკრობლოგში დაწერა.

„ახლა ჩვენ გვჭირდება სომხეთის შეიარაღება ადექვატური თავდაცვითი იარაღით, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. უაზრობაა იმის თქმა, რომ უკრაინამ შეიარაღებული აგრესიის შედეგად ტერიტორია არ უნდა დაკარგოს და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა არ შედის აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში. 2014 წლის შეჭრამდე უკრაინა უფრო მეტად უნდა შეგვეარაღებინა, როგორც ამას ათი წლის წინ მოვუწოდებდი“.

ნახეთ მეტი
Back to top button