ეკონომიკა

2023 წელს იანვარ-აგვისტოში სომხეთში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 262 957 დრამი იყო

სომხეთში 2023 წელს იანვარ-აგვისტოში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ 262 957  დრამი (672,56 $)   შეადგინა. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკური კომიტეტი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ 2022წ .  მაჩვენებელთან შედარებით 17.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კერძოდ, საშუალო თვიური ნომინალურ ხელფასი სახელმწიფო სექტორში 9.4%-ით გაიზარდა და 197 258 დრამი (504,52$) შეადგინა, ხოლო არასახელმწიფო სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 19.2%-ით გაიზარდა და 289 842 დრამი (741,32$)  შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button