აზერბაიჯანმა უარი თქვა გრანადაში დაგეგმილ ხუთმხრივ შეხვედრაზე

აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი თქვა 5 ოქტომბერს გრანადაში დაგეგმილ ხუთმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო სომხეთის პრემიერ-მინისტრმს ნიკოლ ფაშინიანს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს.
შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზად დაასახელეს ის ფაქტი, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა უარყვეს აზერბაიჯანის შეთავაზება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ.
აზერბაიჯანის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანს არ სურს მისგან შორს მყოფ ქვეყნებთან რეგიონული საკითხების განხილვა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხების განხილვა და გადაწყვეტა შესაძლებელია რეგიონულ დონეზე.
ამასთან, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანი შეიძლება დაეთანხმოს სამმხრივი შეხვედრის წინადადებას ევროკავშირის შუამავლობით, თუ ეს ფორმატი აღდგება.
ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უარს იტყვის შეხვედრის ნებისმიერ ფორმატზე, რომელშიც მონაწილეობას საფრანგეთიც მიიღებს.
თურქული მედია იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე გააუქმა ვიზიტი ესპანეთში.