მთავარიპოლიტიკა

გაეროს მისია დაცარიელებულ  მთიან ყრაბაღში –  რა პრობლემის გადაჭრას ცდილობს ბაქო 

გუშინ გაეროს მისია  დაცარიელებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა. აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ მისიის მიზანია „ადგილზე სიტუაციის გაცნობა და მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დადგენა“. გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფაკ დუჯარიკმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ორგანიზაცია მისიას გაგზავნის მთიან ყარაბაღში. ეს მოჰყვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებას გაეროს შესაბამისი სტრუქტურების მოწვევის თაობაზე. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მისიაში მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, პაკისტანი, ალბანეთი და უნგრეთი. პოლიტიკური ანალიტიკოსის არმენ ჰოვჰანისიანის თქმით,  „ამ მისიას, რომელიც ახლა იქ არის, საერთოდ არ აქვს უფლება ეწოდოს გაეროს მისია, რადგან ეს არის აზერბაიჯანის მიერ გაფილტრული ქვეყნების წარმომადგენლები, შეიქმნა „ძალიან ლამაზი“ კლუბი. ალიევს სურს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციისთვის“, – ამბობს ჰოვჰანისიანი.  ამ კონტექსტში, მისი თქმით, აზერბაიჯანისთვის უფრო მომგებიანი იქნება, თუ სომხების მცირე რაოდენობა დარჩება არცახში, რათა უჩვენონ  რომ ისინი არ არიან რეინტეგრაციის წინააღმდეგი და არ განუხორციელებიათ ეთნიკური წმენდა.

 პოლიტიკური კომენტატორი ჰაკობ ბადალიანი ამბობს, რომ გაეროს მისია მთიან ყარაბაღში არის იმისთვის, რომ  რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნა რაც შეიძლება აზრსმოკლებულად წარმოაჩინოს.  გაეროს მისია 30 წლის განმავლობაში პირველად შევიდა მთიან ყარაბაღში. 9 თვიანი ბლოკადის პირობებშიც კი მისია იქ  არ შესულა. ჰაკობ ბადალიანი ამბობს, რომ იმ დროს საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიური ნაბიჯები არ გადაუდგამს და აზერბაიჯანს არ გამოუთქვამს მზადყოფნა მისიის მისაღებად. მეტიც, ალიევის თანაშემწემ ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საჭიროება არ არის, რადგან ადგილზე არსებული რეალობა აშკარაა, აზერბაიჯანს დასამალი არაფერი აქვს“. ამასთან, ბაქო, თავის მხრივ, სომხეთს წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიების შესვლის შეფერხებაში ადანაშაულებს. „თუ ალიევმა გაერო-ს მისიასმთიან ყარაბაღში შესვლის უფლება მისცა, ის სულელი არ არის, რომ მის წინააღმდეგ მასალების მომმზადებელი  მისია შეეშვა იქ.  მან ეს ყველაფერი გარკვეული გარანტიების მიღებით დაუშვა“, – მიიჩნევს ბადალიანი.

არმენ ხოჰანისიანი ასევე ამბობს, რომ რუსეთმა არ დაუშვა მისია მთიან ყარაბაღში, რადგან ეს მის ინტერესებში არ შედიოდა. ანალიტიკოსის აზრით, სხვაგვარი ვითარება იქნებოდა, თუ ყარაბაღში ჩასულ დელეგაციაში ყოფილიყვნენ  წარმომადგენლები, მაგალითად, აშშ-დან და საფრანგეთიდან. ჰოვანესიანი სთავაზობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი გაუგზავნოს გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერესს, სადაც შეახსენებს, რომ წარსულში გაეროს მისიის შესვლაზე ბაქოს  აკრძალვები ჰქონდა,  ახლა კი მთიანი ყარაბაღის  მისიაში შედიიან ის ქვეყნები, რომლებიც განხილვის დროს მთიანი ყარაბაღის საკითხში საკითხმა ღიად აჩვენა პროაზერბაიჯანული და პროთურქული პოზიცია, და  რომ მისია წარმოადგენს  არა გაეროს, არამედ ამ ქვეყნების წარმომადგენლების აზრს.

ნახეთ მეტი
Back to top button