მთავარიპოლიტიკა

ერევანი მზადაა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის – სომხეთის ხელისუფლებამ „წითელი ხაზები“ განსაზღვრა

ვერ ვიტყვი, გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებით დოკუმენტს მოაწერენ ხელს თუ განცხადებას მიიღებენ. ამის შესახებ 3 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა განაცხადა.

„სომხეთი ყოველთვის ამბობდა და ამბობს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მზადყოფნაზე. აზერბაიჯანი ამ საკითხში დესტრუქციულ პოზიციას იკავებს თავისი აგრესიული პოლიტიკით, სამხედრო აგრესიით, საერთაშორისო პლატფორმებზე პოზიციით“, – განაცხადა მან.

როგორც ხანდანიანმა აღნიშნა სომხეთის წითელი ხაზები ეს არის პატივისცემა სომხეთის 29 800 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,  ალმა-ატას დეკლარაციაზე დაყრდნობით.

მან დასძინა, რომ სომხეთსაც სურს საკომუნიკაციო არხების განბლოკვა, ოღონდ სომხეთის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში, თუ მის ტერიტორიაზე გამავალ გზებსა და საკომუნიკაციო არხებზეა საუბარი.

„აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სომხების დაბრუნების საკითხი ასევე რჩება ჩვენი ყურადღების ცენტრში“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

მან შეახსენა, რომ სომხეთს არასოდეს ჰქონია ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button