პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საზღვრების დაცვის აუცილებლობას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატი არის ეფექტური მექანიზმი რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად ექსტრარეგიონული ძალების ჩარევის გარეშე. ამის შესახებ ამირ აბდოლაჰიანმა სამშაბათს თეირანში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება IRNA.

ირანის დიპლომატიის მეთაურმა განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ხაზს უსვამს საერთაშორისო საზღვრების დაცვისა და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობას და დასძინა, რომ რეგიონული პრობლემები რეგიონის სახელმწიფოებმა გარე ჩარევის გარეშე უნდა გადაწყვიტონ.

მან ასევე კმაყოფილება გამოთქვა ირანსა და სომხეთს შორის მზარდი ურთიერთობებით.

“იმედი მაქვს, რომ ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად სამ მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც მოითხოვს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას”, – განაცხადა მინისტრმა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი მზადაა სომხეთს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნოს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებისთვის.

გრიგორიანმა, თავის მხრივ, შეაქო ირანის პოზიცია სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ერევანს  გადაწყვეტილი  აქვს  გააფართოოს კავშირები თეირანთან. მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ირანის როლს მნიშვნელოვნად  და კონსტრუქციულად მიიჩნევს სამხრეთ კავკასიის განვითარებისა და რეგიონში სტაბილური მშვიდობის საქმეში.

ერევანში ირანის საელჩომ გამოაცხადა ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტიის ირანიდან სიუნიქის რეგიონში   ჩასვლის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button