საზოგადოება

მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა საერთო რაოდენობის თითქმის მესამედი შიმშილისაგან  დაოსებული   ბავშვები არიან   –  BBC

მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა საერთო რაოდენობამ უახლოეს დღეებში შესაძლოა 120 ათასს მიაღწიოს. ეს დაახლოებით შეესაბამება სომხური ანკლავის მთელ მოსახლეობას. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წარმომადგენელმა კავიტა ბელანმა განაცხადა, –  წერს BBC.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის თქმით, სომხეთის სარეგისტრაციო ცენტრებში, დაქანცულ, შიმშილისაგან დაოსებულ და შეშინებულ ადამიანთა უზარმაზარი ბრბოა თავმოყრილი.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ 120 000-მდე ადამიანი, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რამდენი ადამიანი იქნება საბოლოოდ“, – გვეუბნება კავიტა ბელანი  ლტოლვილების რაოდენობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მან ასევე განმარტა, რომ თავიდან ერევანი 70-90 ათასი ლტოლვილის მიღებისთვის ემზადებოდა, მაგრამ რელობამ მოლოდინს გადააჭარბა.

მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა საერთო რაოდენობის თითქმის მესამედი შიმშილისა და განცდებისგან დაოსებული ბავშვები არიან, განუცხადა იუნისეფის რეგიონულმა დირექტორმა რეგინა დე დომინიკისმა ჟურნალისტებს.

”რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს არის ის, რომ [ამ ბავშვებიდან] ბევრი დაშორებულია ოჯახებს,” დასძინა მან.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლის ჰიშამ დიაბის თქმით, იძულებით გადაადგილებულთაგან ბევრი, როგორც ზრდასრული, ისე ბავშვი, სრულიად ძალაგამოცლილია  და საჭიროებს სასწრაფო ფსიქოლოგიურ დახმარებას.

„არის ისეთი  ოჯახებიც და არც მცირე, სადაც ბავშვები იმდენად დასუსტებულნი  არიან, რომ მშობლების მკლავებში კარგავენ გონებას“, – თქვა მან.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კარლოს მორაზანის თქმით, მომავალში წითელი ჯვარი ყურადღებას გაამახვილებს ყარაბაღში დარჩენილთა დახმარების გაწევაზე. მათ გაეგზავნებათ ინდივიდუალური პაკეტები, რომლებიც შეიცავს ძირითად საკვებ პროდუქტებს და პირადი ჰიგიენის ნივთებს.

”ჩვენ ველოდით, რომ ევაკუაციის პროცესი უფრო მეტხანს გაგრძელდებოდა,” – აღიარა მან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით ბევრი ადამიანის ევაკუაცია ამ კვირაში, ბევრი მათგანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ვცდილობთ დავეხმაროთ”.

ნახეთ მეტი
Back to top button