მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის სომხების იძულებითი დეპორტაცია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა – კეტრინ კოლონა

მთიანი ყარაბაღის სომხებս  ნებაყოფლობით არ დაუტოვებიათ სახლები, ეს იყო იძულებითი გადასახლება. რაც მოხდა არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

  ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვგრძნობ საჭიროებას კიდევ ერთხელ გამოვაცხადო, რადგან გვესმის განცხადებები, რომ ადამიანებმა ნებაყოფლობით დატოვეს სახლები. ეს ასე არ არის“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და დასძინა, რომ ამ  ტყუილს  არავის არ შეჰყავს შეცდომაში.

„ამ საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში საფრანგეთმა სომხეთს გამოუყო 12,5 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით დევნილთათვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფას. გპირდებით, რომ ეს დახმარება იქნება უწყვეტი და საჭიროების შემთხვევაში კვლავ განხორციელდება“, – განაცხადა მან.

კოლონამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჭორები იმის შესახებ, რომ საფრანგეთი საკმარისად აქტიური არ იყო და სიტუაციაზე გვიან რეაგირებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. „საფრანგეთი ყოველთვის იყო სომხების მხარეზე, ჩვენ ვიყავით სომხების მხარეს გაეროში და ყველგან, ისევე როგორც ყველა კონტაქტში უმაღლეს დონეზე სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ჩვენ ასევე ვიყავით სომხეთის გვერდით ევროკავშირის ფარგლებში სადამკვირვებლო მისიის შექმნისას.  მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ პირობები, რაც შესაძლებელს გახდის გქონდეს რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის სომხებს, სურვილის შემთხვევაში ტავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების  შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

ნახეთ მეტი
Back to top button