საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ მთიან ყარაბაღში მოხდა ეთნიკური წმენდა – ხანდანიანი

სომხეთის ხელისუფლების მოკლევადიან ამოცანას წარმოადგენს ეთნიკური წმენდის შედეგად მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილთა სოციალური საკითხების მოგვარება და 100 ათასზე მეტი ადამიანის ნორმალურად ცხოვრებისა და საქმიანობის სომხეთში პირობების უზრუნველყოფა. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
„პრობლემები უნდა დაიყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან საკითხებად. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა მოვაგვაროთ ეთნიკური წმენდის შედეგად მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილი ჩვენი თანამემამულეების სოციალური პრობლემები და ასი ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდეს ნორმალური პირობები სომხეთში ცხოვრებისა და საქმიანობისთვის. პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააკეთოს მკაფიო შეფასება მომხდარის შესახებ. ანუ მთიან ყარაბაღში მოხდა ეთნიკური წმენდა. მისგან გამომდინარე ყველა შედეგი უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ხანდანიანმა.