
სომხეთში ჩემი ვიზიტით მინდა ვაჩვენო, რომ საფრანგეთი ძალიან ფხიზლად იქნება ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ნებისმიერი საფრთხეების მიმართ. ამის შესახებ საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საფრანგეთმა თანხმობა მისცა სომხეთთან სამომავლო ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც საშუალებას იძლევა სომხეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიაწოდებას მისი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. „მე ოფიციალურად მივმართე ჟოზეპ ბორელს, გააფართოოს სადამკვირვებლო მისია სომხეთში, გაზარდოს მანდატი და ასევე შეიყვანოს სომხეთი „ევროპის სამშვიდობო მექანიზმში“, როგორც, მაგალითად, მოლდოვას შემთხვევაშია“, – განაცხადა კოლონამ.
მისი თქმით, მათი მიზანია, ევროკავშირმა და მისმა წევრებმა გამოხატონ მკაფიო სიგნალები სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. „სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას, მოჰყვება ძალიან მკაცრი პასუხი“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.