
თურქეთის მოთხოვნები სომხური ატომური ელექტროსადგურის დახურვის შესახებ არარელევანტური და მოძველებულია.
“Armenpres”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა განაცხადა.
„სომხეთს აქვს საკუთარი სტრატეგია ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით. ასეთი პრეტენზიები არარელევანტური და მოძველებულია. სომხეთი იმოძრავებს ისე, როგორც ეს ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს“, – თქვა ხანდანიანმა და დასძინა, რომ ასეთი განაცხადი ბევრი ყოფილა.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნახშირწყალბადების მარაგებთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო ატომურ ენერგიაზე გადადის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სომხური ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეწყვეტის მოთხოვნით.