75 ამერიკელმა კონგრესმენმა ნენსი ფელოსის ხელმძღვანელობით ბაიდენს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

აშშ-ს კონგრესის 75 წევრმა მოუწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სანქციების დააწესოს აზერბაიჯანისთვის, შეწყვიტოს აშშ-ის სამხედრო დახმარება ბაქოსთვის, ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილ მოსახლეობას და განათავსოს საერთაშორისო დამკვირვებლები ლაჩინის დერეფანში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, კონგრესის წევრების მიერ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი მიმართული წერილის ინიციატორები არიან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე ნენსი პელოსი და კონგრესმენი ანა ეშუ.
კონგრესის ორი პარტიისგან შედგენილი წერილის ავტორებმა დაგმეს “არაპროვოცირებული სამხედრო თავდასხმა” მთიან ყარაბაღზე და “სასტიკი ცხრათვიანი ალყა”, რის შედეგადაც ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას “მხოლოდ გაქცევა მოუწია”.
ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად გენოციდის შესახებ გაფრთხილებისა, რომელიც ემუქრება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, ხდება ჰუმანიტარული კატასტროფა, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა.
კონგრესმენები თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე შესწორების განხორციელებას გვთავაზობენ, რომელიც აშშ-ს მთავრობას აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევას უკრძალავდა. ასევე არის მოწოდება „მაგნიტსკის კანონის“ გამოყენებით აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების პირადი სანქციების დაწესებისკენ.
გარდა ამისა, წერილის ავტორები სთავაზობენ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობისთვის და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას ჩაერთოს ამ საქმეში.
კონგრესმენები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ ზომების მიღებას მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სომხეთში უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებას ლაჩინის დერეფანში. წერილის ავტორების თქმით, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებისთვის ამნისტიის უზრუნველსაყოფად ასევე აუცილებელია აზერბაიჯანთან პირდაპირი კონტაქტები.