მთავარიპოლიტიკა

9 ნოემბრის დოკუმენტი ახლა მოქმედებს? ხანდანიანი განმარტავს

სომხეთმა შეასრულა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციით მოთხოვნილი პუნქტები, დანარჩენმა მხარეებმა არ შეასრულეს.

“Armenpress”-ის  ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა ისაუბრა კითხვაზე, მოქმედებს თუ არა ახლა 9 ნოემბრის დოკუმენტი და თვლის თუ არა მას ლეგიტიმურად სომხური მხარე.

„ეს დოკუმენტი არსებობს, ამ დოკუმენტის ქვეშ არის სამი ქვეყნის ლიდერების ხელმოწერები. მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში სომხეთმა შეასრულა 9 ნოემბრის დოკუმენტში ჩვენს მიერ მოთხოვნილი პუნქტები, მაგრამ სხვა მხარეებმა ეს პუნქტები, ფაქტობრივად, არ შეასრულეს. და ეს კარგი კითხვაა და ამაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სომხური მხარე 9 ნოემბრის განცხადების მე-9 პუნქტის მითითებით ხელმძღვანელობას ბლოკადის მოხსნით, დეპუტატმა განაცხადა, რომ სომხური მხარის პოზიცია ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით არის ნათელი.

„სომხეთს სურს გახსნას ყველა კომუნიკაცია სომხეთის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ. სომხეთი უნდა უნდა აკონტროლებდეს მის ტერიტორიაზე მდებარე გზას“,  – თქვა ხანდანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button