მთავარიპოლიტიკა

თუ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას სამი პრინციპის მიმართ, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ სამშვიდობო ხელშელრულება დასრულებულად  –  პრემიერ მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მნიშვნელოვანად მიიჩნევს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას და აღნიშნა, რომ ის უნდა გაგრძელდეს სამ ძირითად პრინციპზე დაყრდნობით. „Armenpress“-ის  ცნობით, ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს, ფაშინიანმა შეახსენა, რომ ეს პრინციპები დაფიქსირებულია 2023 წლის 15 ივლისს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებაში, რომელიც გააკეთა ევროპის საბჭოს  პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

„ეს პრინციპებია: პირველი, სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას იმ გაგებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია 29800 კვადრატული კილომეტრია,  აზერბაიჯანის – 86 ათას 600 კვ.მ.

მეორეც, ალმა-ატას დეკლარაცია უნდა გახდეს პოლიტიკური საფუძველი საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომში დემარკაციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დელიმიტაციამდე გადაწყვეტილების მიღება და შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოხდება დელიმიტაცია და დემარკაცია. ჩვენი აზრით, ეს უნდა მოხდეს 1975 წლის რუკების საფუძველზე, მაგრამ პრინციპში ასე არ არის, რომ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეუვალია, მაგალითად, 1975 წლის შემდეგ იყო რუკები, რომლებიც ძირითადად 1975 წლის რუკების  რეპროდუქციაა.

მესამე, რეგიონში კომუნიკაციების გახსნა მოხდება ქვეყნების სუვერენიტეტის, იურისდიქციის, კანონმდებლობის, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპის საფუძველზე.

მე ვფიქრობ, რომ თუ აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას საჯაროდ გაცხადებული პრინციპებისადმი, ჩვენ პრაქტიკულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მოკლე დროში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

თუმცა, პრემიერ-მინისტრი პრობლემურად მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის უმაღლესმა ჩინოვნიკებმა აღნიშნული პრინციპებისადმი ლოიალობა არ დაადასტურეს.

„ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ რეალურად ისინი მშვიდობას გულისხმობენ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის გარკვეული სავარაუდო ამბიციების გაცნობიერების შემდეგ.

„იმ დღეს, როდესაც აზერბაიჯანი გამოაცხადებს, რომ ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას სამივე პრინციპის მიმართ, რომელიც მე აღვნიშნე, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მშვიდობა პრაქტიკაში მიღწეულია“, – ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ეს პრინციპები შეტანილი იყო იმ  ხელშეკრულებაშიც, რომლის ხელმოწერასაც აპირებდა გრანადაში.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ სამი პრინციპის გარეშე, რასაც ხელს მოვაწერთ, იქნება მხოლოდ თავაზიანი განცხადება. ეს პრინციპები  არის ქვაკუთხედი. მე არამარტო ხელს მოვაწერდი, არამედ დარწმუნებით მივმართავდი  ხალხს, ვიტყოდი, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე დაახლოებით 70 პროცენტი გავიარეთ“, – განაცხადა ფაშინიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის გზაზე ეს ყველაზე რთული ნაწილი იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button