მთიანი ყარაბაღიდან სომხების იძულებითი დეპორტაცია ეთნიკური წმენდის ნათელი მაგალითია – Win Without War

მთიანი ყარაბაღიდან 120.000 ეთნიკური სომეხის იძულებით გადასახლება აზერბაიჯანული ძალების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ნათელი მაგალითია. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია Win Without War-ის ხელმძღვანელის სტივენ მაილსის განცხადებაში.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და ყურადღებით ვადევნებთ თვალს მთიანი ყარაბაღის ბოლო მოვლენებს. ჩვენ მკაცრად ვგმობთ 120.000 ეთნიკური სომეხის იძულებით გადაადგილებას, რაც, როგორც ჩანს, აზერბაიჯანული ძალების მიერ ეთნიკური წმენდის ნათელი მაგალითია. მძიმე არასრულფასოვანი კვებისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ ცნობები დიდ შეშფოთებას იწვევს.
USAID-ის დირექტორი სამანტა პაუერი გასულ კვირას ეწვია რეგიონს ჰუმანიტარული მხარდაჭერის დაპირებით, და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მხარდაჭერა მისასალმებელია, ეს უნდა იყოს აშშ-ის შემდგომი მცდელობების დასაწყისი ამ კრიზისზე რეაგირებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და აშშ-ს მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის დაუსჯელობის დასასრულებლად.
მოვუწოდებთ ადმინისტრაციას გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა მთიან ყარაბაღში, აღმოფხვრას გამონაკლისები აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვისას და, რაც მთავარია, სომხეთში ჰუმანიტარული რეაგირების დაფინანსება $11,5 მილიონ დოლარამდე გაზარდოს.
ეს მოვლენები, სამწუხაროდ, პროგნოზირებადი და პრევენციული იყო და ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს, როგორ და რატომ იქნა იგნორირებული ან უყადღებოდ დატოვებული სომხური სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა ჯგუფების სიგნალები, როდესაც ეს კრიზისი ვითარდებოდა. ჩვენ მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, დაეხმაროს მათ, ვინც ჯერ კიდევ გაჭირვებულია და პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს მათთვის მიყენებული ზიანისთვის“.