
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
დღეს პრემიერ-მინისტრი გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებთან გამართავს.