მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის აგრესიას  მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდა  უწოდა

საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა ჟერარ ლარშემ ჟურნალ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის მუდმივ აგრესიას მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა უწოდა.

„რაც შეეხება სომხეთს, გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას და ვსვამ კითხვას. ეს ქვეყანა აზერბაიჯანთან ენერგეტიკული შეთანხმების საკურთხეველს უნდა შეეწიროს? დროდადრო უნდა გამოვიჩინოთ  გამბედაობა. ჩვენ ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სომხებს. ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მიწა, რომელიც მათი იყო. თუ ეს არ არის ეთნიკური წმენდა, არ ვიცი, სხვა რა არის“, – განაცხადა საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ, „Armenpress“-ის  ცნობით.

ნახეთ მეტი
Back to top button