საზოგადოება

შეზღუდვები ზემო ლარსში  –  დევდორაკის გვირაბი დაკეტილია

დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, რომელიც მდებარეობს საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, დროებით აიკრძალება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება Sputnik-საქართველო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით.

შეზღუდვა დაწესებულია საერთაშორისო საავტომობილო გზის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 132-135 კმ მონაკვეთზე, ელექტროსისტემის აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით. არ არის დაკონკრეტებული, რამდენ ხანს იმოქმედებს რეჟიმი.

გვირაბის ჩაკეტვისას მძღოლები სახელმწიფოთაშორისი შემოვლითი გზით სარგებლობას შეძლებენ. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button