საზოგადოება

დაფიქსირდა ცხედრების უპატივცემულობის, დასახიჩრების და სხვა შემთხვევები  –  სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა ელჩებს ფაქტების დამდგენი სამუშაოების შედეგები წარუდგინა

მკვლელობა, ცხედრების უპატივცემულობა, დანაწევრება, ხელის,თავის  მოკვეთა და სხვა შემთხვევები სამოქალაქო პირებში – ამ თემაზე სომხეთის  უფლებადამცველმა ანაჰიტ მანასიანმა სომხეთში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან სომხეთის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ფაქტების წინასწარი შედეგები გააცნო.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სომხეთის სხვადასხვა რეგიონში მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან სრ უფლებადამცველის მიერ ჩატარებული ფაქტების დამდგენი სამუშაოების შედეგების წარმოჩენა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებთა მიმართ გამოვლენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.

შეხვედრაზე დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისი მანდატის კონტექსტში მნიშვნელოვანია ადამიანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმის გამოვლენა აღნიშნული სოციალურად დაუცველი პირების უფლებების გარანტიის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების წარდგენის თვალსაზრისით.

დამცველმა კონკრეტული ფაქტებით მიუთითა აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაზე, კერძოდ, სამოქალაქო დასახლებებისა და ინფრასტრუქტურის, მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.  წამების არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებზე, ასევე უფლებების სხვა დარღვევებზე. დაფიქსირდა ინფორმაცია აზერბაიჯანული აგრესიის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ცხედრების უპატივცემულობის, დანაწევრების, ხელის,თავის  მოკვეთის  და სხვა შემთხვევების შესახებ, წარმოდგენილი იყო ფაქტების დამადასტურებელი ფოტოები.

ასევე წარმოდგენილია არასათანადო მოპყრობის სხვა გამოვლინებებთან დაკავშირებული შეგროვებული ფაქტები. ისაუბრეს შიმშილის შედეგად  სომხეთში ჩასული ადამიანების, მათ შორის ბავშვების, მოხუცების, ორსული ქალების დაღუპვის შემთხვევებზე, ეთნიკური სომხების მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულების სხვადასხვა გამოვლინებებზე.

დამცველმა დამსწრეების ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანული მედიისა და სოციალური ქსელების მონიტორინგის შედეგებზე და აღნიშნა, რომ არის აზერბაიჯანელი მომხმარებლების დიდი რაოდენობით პოსტები, რომლებიც მიმართულია სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით, სიძულვილისა და ძალადობისა და ძალის გამოყენების პროპაგანდისაკენ. ამ კონტექსტში დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული საზოგადოების ასეთი შეუწყნარებელი დამოკიდებულება აზერბაიჯანის ხელისუფლების ანტისომხური პოლიტიკის შედეგი და დასტურია.

შეხვედრის დასასრულს ანაჰიტ მანასიანმა განაცხადა, რომ ფაქტების დამდგენი სამუშაოების შედეგები შეჯამდება და ანგარიშის სახით წარედგინება საერთაშორისო ორგანიზაციებს და აქტორებს, რომლებსაც აქვთ უფლება დაიცვან ადამიანის უფლებები, ასევე კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს .

ნახეთ მეტი
Back to top button