მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიწვეული იქნა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიიწვია. „სომხეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება, რათა დაძლიოს არსებული ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც გამოწვეულია მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილი ათასობით ადამიანის მიერ. დღეს მე შევხვდი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გრანადაში და მოვიწვიე იგი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისთვის“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ X-ზე (ყოფილი Twitter) პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button