მთავარიპოლიტიკა

სომხეთი არ წყვეტს რუსეთის მოკავშირედ ყოფნას  –  პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი არ წყვეტს რუსეთის მოკავშირედ ყოფნას, მოსკოვი მზადაა დახმარება გაუწიოს ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას.

როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ პუტინმა საერთაშორისო დებატების კლუბ “ვალდაის” შეხვედრაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ. სომხეთი არ წყვეტს იყოს ჩვენი მოკავშირე, თუ იქ ჰუმანიტარული პრობლემებია და არის, ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ და განვიხილავთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა პუტინმა. აზერბაიჯანმა 19 სექტემბრიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი თავდასხმა მთიან ყარაბაღზე, სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო მოსახლეობაზე. დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 20 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილი მოქალაქეები სომხეთში გადაიყვანეს. 5 ოქტომბრის 16:00 საათისთვის სომხეთში 100 ათას 632 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button