ბაქოში დაკავებულ სომხებს სიცოცხლეს პირდაპირი და რეალური საფრთხე ემუქრება – უფლებადამცველი

ევროსასამართლოში სომეხი სამხედრო ტყვეების ინტერესების წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა დამცველის, სირანუშ საჰაკიანის თქმით, ბაქოში პატიმრობაში მყოფი სომხების სიცოცხლეს პირდაპირი და რეალური საფრთხიე ემუქრებათ, შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს სანდო და გამოსაყენებელი, როგორც მტკიცებულება.
საჰაკიანმა „არმპრესსთან“ საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ხმა იქნას ამაღლებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა მექანიზმით დარღვევის შესახებ და რადგანაც მსგავსი პროცესები სომეხ სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს.
„დაპატიმრებული იქნა ადამიანები, რომლებიც განასახიერებდნენ არცახის სახელმწიფოებრიობას და გამოირჩეოდნენ პროსომხური საქმიანობით. სამაგიეროდ, სიძნელეების პირობებშიც კი ამხნევებდნენ არცახელებს და იბრძოდნენ თვითგამორკვევისთვის. აქ კი აშკარაა, რომ საქმე გვაქვს შურისძიებასთან და ამ პიროვნებებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან. აშკარაა, რომ სომხური სიძულვილის პირობებში, ამ ადამიანების როლიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები და შესაძლოა საფრთხე დაემუქროს მათ ფიზიკურ უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს, მიუხედავად იმისა, თუ რა გარანტიებს იძლევა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანმა არაერთხელ დაარღვია შეთანხმებები, მათ შორის წერილობითი. „ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სამხედრო ტყვეები, რომლებიც არ არიან რეპატრირებულნი, რაც დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ჰუმანიტარული პრობლემები არ წყდება და მხოლოდ პოლიტიკური პროცესებია“, – განაცხადა უფლებადამცველმა.
საჰაკიანის თქმით, საერთაშორისო დონეზე ფუნქციონირებს სტრუქტურები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს: გაეროს სასამართლო, აუეს-ი․ არის ათამდე შესაძლო სასამართლო პროცესის შესაძლებლობა, ანუ პრაქტიკულად შესაძლებელია ჩვენი თანამემამულეების უფლებების კანონიერი დაცვა და რატომაც არა, დიპლომატიური მუშაობით აზერბაიჯანზე ზეწოლაც. უფლებადამცველის თქმით, სანქციები, ალბათ, ზეწოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია. ის დადებითად აფასებს, რომ ახლა მაინც, ამდენი დანაშაულის შემდეგ, მწიფდება თეზისი, რომ აზერბაიჯანის ქმედებები უნდა იყოს სანქცირებული და მიზანმიმართული სანქციები უნდა იქნას გამოყენებული გარკვეული რაოდენობის თანამდებობის პირებზე.