საზოგადოება
ბოლოდროინდელი აზერბაიჯანული თავდასხმების შედეგად,მთიან ყარაბაღში დაიღუპა 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 ბავშვი – ფონდი “თათოიანი”.

აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმების შედეგად მთიან ყარაბაღში 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი, – წერს ფონდ „თათოიანის“ ხელმძღვანელი არმან თათოიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„არის მტკიცებულება იმისა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული სამსახურები მთიასნ ყარაბაღში 2023 წლის 19 სექტემბერს თავს დაესხნენ სამოქალაქო დასახლებებსაც.
ეს ვიდეო ეხება ყარაბაღის სოფელ ჩარეკტარს. სხვადასხვა მცირე ვიდეოების შეგროვებით ჩვენ შევძელით იმის დამტკიცება, რომ აზერბაიჯანელი შეიარაღებული ოფიცრები ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს, აშკარად იცოდნენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები რჩებოდნენ სოფლებისა და ქალაქებში.
შემთხვევითი არ არის, რომ აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმებს არცახზე 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 ბავშვი შეეწირა“.